ჩინური ინფლაცია საქართვლოში – აქაც უხარისხო შემოგვტენეს

ორი ვარიანტია – ან ძალინ ცუდადაა ჩვენი საქმე ან კიდე მე მომეჩვენა

პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს – ჩვენი პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროდუქტი აღმოჩნდა. რეიტინგით მისი ბათუმში შიშვლად გამოჩენაც კი უსწრებს იმ “რაღაცას”, რასაც მე და კიდევ ნახევარმა საქართვლომ დღეს უყურა და მოუსმინა. გადაცემის პირველ ნაწილში დამშეული მოსახლობა პრეზიდენტს მხოლოდ იმას ეკითხებოდა გაიზრდება თუ არა ხელფასი, რაზეც ჩვენმა პრეზიდენტი გულღიად პასუხობდა რომ ინფლაცია, რომელიც ახლა ქვეყანაშია იმთაა განპირობებული, რომ ჩინელები ზედმეტად გამრავლდნენ და თან ველოსიპედებიც გაყიდეს და მანქანებით დაიწყეს სიარული, ამიტომ საწვავიც გაძვირდა. ამ ყველაფერმა კი პირველ რიგში სწორედ საქართვლოს დაარტყა. ესე იგი ლოგიკურად ხვალ უნდა გაჩნდეს რაიმე პოლიტიკური მოძარაობა სახელწოდებით ” საქართველო ჩინელების სექსის წინააღმდეგ” ან არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩინეთის გამრავლების ინტენსივობის შეჩერების  მექანიზმების შესწავლა ქართული ინფალციური პროცესებთან მიმართებაში”, მოკლედ ჩინელებო! ჩაი ვერ დამილევია და შეწყვიტეთ რა ეს ტყ…. ჩვენმა პრეზიდენტმა ბოლოს დაგვამშვიდა რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტი არ გააჩნია და ვსიო:)

როდესაც ეს საყოველთაო სახალხო ვიშვიში, კონკერტულად როდის გაიზრდება ხელფასი და როდის მოგვემატება პენსია და როდის დავსაქმდებით, დასრულდა და გავარკვიეთ ჩვენი ინფლაციის წარმოშობის მთავრი მიზეზი, მერე პრეზიდენტმა ისიც შეგვახსენა რომ შაჰ აბასის შემდეგ საქართველო ასეთ დღეში არ ყოფილაო. ისიც გვითხრა გვებრძვიანო და რომ გადავრჩეთ უნდა განვავითაროთო გაგიკვირდებათ და ტურიზმიო, თან ჩვენთან ისეთი ხარისხის თოვლი ყოფილა რომ ჩინელების აქ ჩამოყვანა შეიძელება და იქნებ მაშინ მაინც დაანებონ თავი გამრავლებასო…:))))))

დისკუსიის გამწვავების მიზნით (მეტი არ არის ჩემი მეტრი) ვახო სანაიმ პირდაპირ დაუსვა შეკითხვა პრეზიდენტს 2013-ში რას აპირებთო, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა ჯერ არ ვიციო, მარა ჩემი ქვეყანა ჩემთვის პირველიაო და თუ ქვეყანას დავჭირდები აქ ვიქნები სადმე და დამიძახეთო….:) მერე ჭეშმარიტ დემოკრატიასა და სახელმწიფო სიმბოლოზე მოშარდვის თემა გაიხსნა და აქ ჩვენ პრეზიდენტს არ ჰყავს ბადალი და ამიტომ ამ თემაზე აღარ შევჩერდები…

კიდევ ერთი საინტერესო და საკმაოდ გაიგებარი ნაწილი იყო ბატონი პრეზიდენტის განცხადება ერთიანი კავკასიის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნებს მისი ეს იდეა არ მოსწონთ, მაგრამ ის ჯიუტად აგრძელებს ინგუშებისათვის და ჩერქეზებისათვის იმის მტკიცებას რომ საქართველო რუსეთს ჯობია და რომ საქართვსლო უფრო მაღალი პრეზიდენტი ჰყავს ვიდრე რუსეთს პრემიერი და პრეზიდენტი ერთად აღებული.. საინტერესოა რომ ეს ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა რუსეთში იმ ტერქტს დაემთხვა, რომლის გამოც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასვლა საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ აუკრძალეს. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ალოგიკურობა  - ერთიანი კავკასიის იდეა – ინგლისურის მასწავლებლები. ეტყობა ჩერქეზებმა უკვე იციან და მაგიტომ გვასწავლის ახალ ჩვენ რომ ერთმანეთს კარგად გავუგოთ, მარა ეს პირველი კავკასიური რომ არ არის ინგლისურად? ჩერქეზები როგორ გაიგებენ ან ინგუშები ამ ენას?:)

დევნილების თემაზე პრეზიდენტმა ჩვეული დაპირება გააკეთა რასაც ჩემდა და მისდა გასაკვირად ტაში არ მოჰყოლია, არადა მეგონა….

ჟურნალისტებიც რაღაცნაირი არამწვავეები მომეჩვენენ და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ იდიოტობაა რა ეს პრეზიდენტი გისმენთ, ბოლოს და ბოლოს აგერ მედვედვი გადავიდა ტვიტერზე და ბატონო პრეზიდენტო უნდა გადახვიდეთ სოციალურ მედიაზე ერთი ბლოგი და ერთი ტვიტერი გჭირდებათ, მერე მაღაროში რამე რომ მოხდება ტვიტერზე დაწერთ – პირსისხლიანი მკვლელები დავიჭიროთ დროზეო და ამისთანებს თან რა ეფექტური იქნება ბოლოში რომ გაბრაზებულ სმაილიკს მიუწერთ?

ასანჟი ცუკერბერგის ომი

 

საინტერესოა შეიძლება თუ არა ინტერნეტის კონტროლი?ან რა შედეგი შიძლება მოჰყვეს ერთ-ერთი ყველაზე პირადი სივრცის გაკონტროლების მცდელობას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკამოდ რთულია, თუმცა არსებობს ბევრი თეორია მათ შორის კონსპირაციული იმსა შესახებ, რომ ამა თუ იმ ინეტერნეტ რერსურს ესა თუ ის სამთავრობო სტრუქტურა აკონტროლებს. ასე მაგალითისთვის,  ოდნოკლასნიკისა და ფე-ეს-ბეს  გაიგივების მითი, ასევე Fb-ისა და FBI-ის გაიგივება, მოკლედ ეს მითოლოგია, მარტივად რომ ვთქვათ, მთლად ფანტასტიკურ სფეროს არ წამოადგენს. დავიწყოთ გუგლით, ეს საძიებო სისტემა იმდენად განვითარდა რომ ნელ ნელა ყოვლისმხედველ თვალს ემსაგვსება. რომლის არაკონტროლირებადი სამყარო, შესაძლოა, ერთხელაც საზოგადოებაზე და ზოგადად მასებზე ზემოქმედების მძლავრ მექანიზმად იქცეს. მეორეს მხრივ ინტერნეტის გაკონტროლების მცდელობა ამ რესურსის დისკრედიტაციას გამოიწვევს და შესაბამისად მასებზე ზემოქმედების მექანიზმი გაფუჭდება.

ამიტომ, არსებობს მესამე გზა. ფილმი “დასაწყისი” ხომ გაქვთ ნანახი? თუ არა? მოკლედ, ასე შეიძლება ინტერნეტის გაკონტროლება მოხდეს, ისე რომ ეს კონტროლი შენთვის მიუღებელი არ იყოს და შენი ქვეცნობიერი არ გამოხატავს ამ დროს არანაირ წინააღმდეგობას და ხშირ შემთხვევაში, სიამოვნებს კიდევაც კონტროლის პროცესი. მოკლედ, საუბარია შთაგონებაზე. შენ როგორც ინტერნეტის მომხმარებელს FB რომ არ გქონდეს ეს ხომ წარმოუდგენელია. ამ სოციალური ქსელის პროპაგანდისათვის ძალიან ბევრი ფული იხარჯება. ახლაც კი. ცუმკერბერგის შესახებ ფილმი შესაძლოა ოსკარის მფლობელიც კი გახდეს, ნუ არაფერს ვამბობ იმაზე რომ ამ ბიჭის იდეა გენიალურია, თუმცა… შეგიმჩნევიათ რომ FB-იდან შენი მონაცმების წაშლა შეუძლებელია? ხდება მხოლოდ ექაუნთის დეაქტივაცია. ასევეა გუგლშიც. სხვათაშორის ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო უფლებებისა და იუსტიციის სფეროში ევროკავშირის კომისარს ვივიან რედინგს საკუთარი მოთხოვნები აქვს. ადამიანს უნდა ქონდეს იმის უფლება რომ  ერთხელაც გაქრეს. გაქრეს ინტერნეტიდან.

 

 

ეს რაც შეეხებოდა პირადი მონაცმების კონტროლის საკითხს. მეორე არავინ არ ელოდა ისე თვალსაწიერზე გამოჩნდა ვიკილიქისი. და აქაც ახალგაზრდა ჯულიან ასანჟი, ცუკერბერგისა არ იყოს. ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო პრესა აალაპარაკა. საიდუმლო დოკუმენტები, კაცმა არ იცის კიდევ ეგ დოკუმენტები რამდენად საიდუნლოა, თუმცა რადგან გიბსი, ჰილარი და სხვები კომენტარებს აკეთებ, და ჰილარიმ, ის კი არა და თავისი ხელით ჩამოურეკა თურმე ყველა ლიდერს და მოახსენა, რომ თქვენზე ცუდი სიტყვები თქვეს ჩვენმა დიპლომატებმაო და ეგ ინფრომაცია ერთ შვედ ბიჭს ჩაუვარდა ხელში და აქაო და არ შეიმჩნიოთო. ვიკლიქსის დოკუმენტებში არაფერი ისეთი არ არის გამოქვეყნებული, რასაც მაგიდასთან, კუხნიაში, ჩაის სმის დროს ყოველი ჩვენგანი არ საუბრობს. მსოფლიო პოლიტიკის გახილვას ხომ აწყობთ ხოლმე? ხოდა ასეა ესეც, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ დოკუმენტებს ზედმეტად სერიოზულად მიუდგა აშშ-ს ხელმძღვანელობა. თეთრმა სახლმა საერთოდ აკრძალა თავისი თანამშრომლებისათვის ეს საიტი ანუ დაბლოკა, კაცმა არ იცის რატომ. ერთმანეთსაც უმალავენ ეტყობა რაღაცეებს. მერე პენტაგონმა მფრინავებისათვის დაბლოკა ასანჟის დოკუმენტები, თუმცა იქვე დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ერის ხელისუფლება აღნიშნავს რომ საუბარია მხოლოდ იმ კომპიუტერებზე რომლებიც ოფისშია, თორე სახლიდან შედით და იკითხეთო. ასანჟი დაიჭირეს, მერე გირაოთი გაუშვეს და მოკლედ დაემსგავსა ეს ყველაფერი ლარი ფლინტის საქმეს, ჰასტლერის რედაქტორის რა! იქ კენ ლოუჩიო, იქეთ როჯერ მურიო და წამოყეს თავი ამერიკული ხელისიფლების კრიტიკოსმა რეჟისორებმა, ფილმებს გადავიღებთო. მთავარი მაინც ის არის რომ ეს დოკუმენეტები, რომელიც საიტმა გამოაქვეყნა მნიშვენლოვანი თავად ობამამ და მისმა გუნდმა გახადა. ხო და მე გიბსს მოვხსნიდი, იმ სიტყვებისათვის კა ია რომ დაიჭირესო, თუმცა იმასაც დააავალეს ეტყობა საწყალს. ისე ეს ვიკილიქისი ამბავი ფილმს მაგონებს ძმები კოენების! აი იმას წაშალეთ რომ წაიკითხვათო! ვისაც არ უნახავს აუცილებლად ნახეთ!

 

აქეთ ცუკერბერგი იქეთ ასანჟი – ორი გმირი, თუმცა ორივე შეიქმნა იმისათვის რომ რეალურად შეიქმნას ახალი მითი, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა დაინახოს რომ ასანჟი კარგი მასტია, ხო რაღაც, მარა აი ცუკერბერს შეხედეთ? ეგ იდეალია!ოქროს ბიჭუნა, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი. ხოდა შენი ქვეცნობიერი ექცევა გავლენის ქვეშ… ათი წლის შემდეგ ინტერნეტი იქნება ყველაზე მძლავრი მექანიზმი, რომლის კონტროლის შემთხვევაში მსოფლიოს დიდი ნაწილის კონტროლი იქნება შესაძლებელი. და თან ისე – გაუპატიურება შენი ნებით!

 

 

და ბოლო შტრიხი – დღეს მარკ ცუკერბერგის ისტორიის ფილმი ოქროს გლობუსზე წარადგინეს და თავად ცუკერბერგი კი თაიმმა წლის ადამიანდ დაასახელა!

დემოკრატია ქართული სანელებლებით/Democracy Ge 2010

ბოლოს და ბოლოს დავემსგავსეთ… დავემსგავსეთ იმ ქვეყნებს სადაც დემოკრატიის საკუთარი ვერსია შექმნეს.

Democracy Ge 2010.

პროგრამა მუშაობს საკმაოდ დაბალი მონაცემების მქონე ქვეყნებზეც, თუმცა რადგან პროგრამის ჯერ მხოლოდ ბეტა ვერსიაა შემუშავებული, არ არის გამორიცხული გარკვეული სახის ხარვეზები შეიქმნას. ამ ხარვეზების შესახებ დეტალუად ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი უშუალოდ პროგრამის უნიკალურობის შესახებ. Democracy Ge 2010 საშუალებას იძლევა ნებისმიერი ქვეყნის წყობა გარდაქმნას დემოკრატიად. ამაში მას ეხმარება ჩამონტაჟებული ხელსაწყო S.O.R.O.S. ეს ხელსაწყო, პირველ ეტაპზე, არსამთავრობო ორაგნიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ახდენს, ხოლო, როდესაც ეს სექტორი 512 მეგაბაიტამდე გაიზრდება, პროგრამა ავტომატურად რთავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი რგოლის გადაყენების მოთხოვნას. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულადა, დაელოდეთ სექტორის გაძლიერებას 1 გიგაბაიტამდე. ტესტირებამ აჩვენა რომ ამ სიმძლავრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი რგოლი, რაც არ უნდა მყარი ლითონისაგან  იყოს ის დამზადებული ვერ უძლებს.

მეორე ეტაპზე, იწყებს მუშაობას პროგრამის იდეოლოგიური ნაწილი, სადაც მთავარ ხელსაწყოებად გამოიყენება აპლიკაციები Eros,Kmara და სხვა მსგავსი. მესამე ეტაპი თავადაც მოგეხსენებათ, ახლა კი გადავიდეთ პროგრამის მეოთხე დასკვნით ნაწილზე, რომელიც ამჟამდ ჩვენს ქვეყანაში ამოქმედდა. კონსტიტუციის ცვლილებების გატარების მექანიზმი, რომელიც პროგრამას ჩატვირთული ჰქონდა დამატებით ფუნქციად მნეოთხე ეტაპის დასაწყისში იწყებს მოქმედებას და ვენეციის კომისიის დასკვნის მესიჯის გენერირების შემდეგ ავტომატურ რეჟმში ცვლის კონსტიტუციას იმ ფრომით და იმ სახით, რომ მმართველი გუნდი დააფდეითდება, თუმცა ეს აფდდეითი მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრების გადაადგილებითა და პრეზიდენიტისა და პრემიერ მინისტრის იკონკების გაცვლით სრულდება. აქევე, თუ ოპოზიციური სპექტრი იმძლავერებს, პროგრამა კვლავ ახდენს ვენეციის ამჯერად წერილის გენერირებას. რაც მთავარია, ეს ხდება ერთი ღილაკის მარტივი დაჭერით. პროგრამის მეოთხე ეტაპზე ასევე ხდება გარე ვაჭრობის აკრძალვა, მედია საშუალებების მონოპოლიზაცია, მცირე ბიზნესის დაქვემდებარება და ეს ყველაფერი ევროკავშირის რეკომენდაციების გენერირების ფონზე ხდება. ისე რომ, მთავარი პროცესპორი ვერ ამჩნევს რომ ის Democracy Ge 2010 -ის მსხვერპლი ხდება. საბოლოო ჯამში პროგრამა გადატვირთავს ქვეყნას და თქვენ მიიღებთ იმას რასაც ელოდით დემოკრატიას ქართული სანელებლებით!

ხარვეზები: პროგრამა გარკვეული დროის შემდეგ, ქვეყნების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ძირითადი ვინჩესტერისაგან გამოყოფას იწვევს. ასევე შესაძლებელია კონფლიქტი სეპარატისტულ რესპუბლიკებთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს ანალოგიური პროგრამის რუსული ვერსიის ბრალია. ხარვეზებში შეიძლება ჩაითვალოს ისიც რომ მეოთხე ეტაპზე მედიის საბოლოო მონოპოლიზაცია ვერ ხერხდება, თუმცა ეს ძირითად სურათს უხდება კიდეც. რაც შეეხება პროგრამის ტესტირებას სხვა ქვეყნებზე… უკრაინასა და ყირგიზეთში პროგრამამ ვერ იმუშავა. თუმცა ავტორები იმედოვნებენ რომ Democracy Ge 2010 შემდეგი განახლება წარამტებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს.

შავი კრიალოსანი

ღამის საათებში ჩვენს სოფელში ცივა… ან იქნებ ყველა სოფელში ასეა… დღესაც თებერვლის ჩევეულებრივ ღამეს მე და ჩემი მეგობარი ადილი ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ღმერთზე, ადამიანებზე, ცოდვებზე, ტარდიციებზე.. რაც ამ სოფელში ჩამოვედი ადილი ერთადერთია ვისაც დავუმეგობრდი. 28 წლის ადილი ამ სოფლის მოლაა. როდესაც ვსაუბრობთ, ჯიბიდან შავ კრიალოსანს ამოაძვრენს ხოლმე.. კრიალოსანივით ტრიალებს ეს ორი თვეა ჩემში სხვადახსვანაირი ხალხის ტრადიცია და შეხედულებები.

- ადილ შეიძლება მუსლიმანმა ქრისტიანი მოიყვანოს ცოლად? – ვეკითხები უცებ.

- იცი რას გეტყვი, შეიძლება, ოღონდ მასაც უნდა სწამდეს!- მპასუხობს და თან გამომცდელად მიყურებს, უნდა გაიგოს რატომ ვკითხე.

-სწამდეს ისლამი? – ჩავეკითე.

- არა უბარალოდ უნდა სწამდეს, მორწმუნე უნდა იყოს – მპასუხობს და თან შავ კრიალოსანს ათამაშებს.

მეორე დილით მე და ადილი შეშის მოსაგროვებლად ტყეში მივდივართ. თან სოფელში მცხოვრები 7-8 ბიჭი მოგვყვება. ადილს ყველა მოკრძალებით შეცქერის. გზაში იმასაც ვამჩნევ, რომ მასზე წინ არავინ მიდის. გზაში სოფლის უხუცესები გვხვდებიან. ტრადიციული მისალმების შემდეგ, ვხვდები რომ ჩემზე ეკითხებიან. მიეჩვია ყური აზეირაბაჯანულს. რაღაცეები უკვე მსემის, თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო. ყველას რუსულად ველაპარაკები. ადილსაც…

გზა გავაგძელეთ… ტყემდე შორი არ არის, გზად წყლით სავსე ჭურჭლით ხელში სოფლის ქალები გვხვდებიან. თუ მიეხმარები დაგცინებენ. სოფელში, რომ ჩამოვედი სოფელს ტალავერი ერქვა, ახლა ჩემთვის ეს სახელი წაიშალა და როგორც ყველა მეც ამ ადგილს ფერხალს ვეძახი. როდის და რატომ დასახლდა ეს ხალხი აქ, რატომ ცხოვრობენ ამდენი წელია იმ ქვეყანაში, რომლიც მათი სამშობლო არ არის. მათი სამშობლო კი ასე ახლოა…ბევრი კითხვები გამიჩნდა აქ ჩამოსვლის შემდეგ. ერთი კრიალოსანი რომ არ ეყოფა იმდენი. ადილთან ერთად ვცდილობ ხოლმე კითხვებზე პასუხები საღამოს ლოცვის შემდეგ მოვიძიო.

- ღმერთი ერთია, მისკენ სავალი გზაა სხვადახხვა – მეუბნება ადილი, მე კი გულის სიღმეში გამილევებს რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს. იმ საღამოს , როცა ადილმა ეს სიტყვები მითხრა ჩენ სოფელთან ახლოს მდებარე მთაზე ავედით. აქ თავის დროზე ძველი  ქრისტიანული ეკლესია იყო. ახლა მხოლოდ ნანგრევებია. ყველა ლოდი საკუთარ ისტორიას ინახვას. ყური რომ მიადო ალბათ გაიგონებ წარსულის ჩუმ ძახილს. ადილი გაჩერდა.

- აქ ალბანური ეკლესია იყო, გუშინ ჩემთან ბერი მოვიდა, ამ ეკლესიის აღდგენა უნდა… – მეუბნება უცებ.

- აქ, ეკლესია? და სოფელში რომ მეჩეთი არ არის?… – ვეკითხები და თან ნანგრევებს ვუყურებ.

-  მეჩეთი სოფელს ექნება- მპასუხობს და ლოცვას იწყებს.

მეორე დღეს სოფლის უხუცესები შეიკრიბნენ. შეკრებაზე მე არ მივსულვარ, თუმცა ვიცოდი რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მეგონა… იმ ღამეს სოფელში ორი  ჯიპი ჩავიდა.. ანთებული ფარები მაშინ შევამჩნიე, როდესაც უკვე სახლის გზას ვადექი.. გააჩერეს და სოფლის გზა მკითხეს..

მთელი გზა ფეხით გავიარე და მთელი გზა შავი კრიალოსანს ვატრიალებდი ხელში.

პოლიტიკური სტრიპტიზი

დღევანდელი არაფრით გამორჩეული დღე კვლავ ჩვენმა პრეზიდენტმა გაახალისა. საერთოდ მიშას დანახვა ყოველთვის სახალისოა, მაგრამ ორმაგად სასაცილო იყო 20 ოქტომბერს წელს ზემოთ შიშველი, აიფად მომარჯვებული, პრეზიდენტის დანახვა, რომლიც საკამოდ დამაჯერებლად ამტკიცებდა რომ ბათუმის შედარება მხლოდ ნიცასთან შეიძლება და ამ უკანასკნელთა დავაში ბათუმი გამარჯვებულია, რადგან შავი ზღვა ნაკლებად მარილიანი. სანამ ჩვენი პრეზიდენტი ნიცის, ბათუმისა და ბოდრუმის ჰავის, ტემპერატურისა და ტენიანობის შედარებით დახასიათებას ახდენდა, ნელ-ნელა ეტყობა შეამჩნია რომ მის სიტყვაზე მეტად ბათუმელ და ბათუმში მყოფ სხვა რეგიონების ჟურნალისტებს ამჯერად მისი შიშველი ტორსი უფრო ხიბლავდა. ამის შემჩნევისთანავე ჩვენი პრეზიდენტი ცოტა დაბნეული იყო და თან არავინ ყავდა ეტყობა გვერდით “სოროჩის” მიმწოდებელი და შესაბამისად, რაც ხელში ჰქონდა, და ამ შემთხვევაში, ეს აიფადი იყო , იმისი აფარება სცადა. ეს პროცესი საკმაოდ უხერხულად გამოსდიოდა და თან ცდილობდა ბუნებრივი ელფერი მიეცა ამ საქციელისთვის. ასე გამიხალისა დღევანდელი დრე ჩვენმა პრეზიდენტმა.  საღამოსათვის კი უკვე სხვა  შიშველი პოლიტიკოსების ძიების პროცესი ინტერნეტ სივრცეში გავაგრძელე.

აღმოჩნდა, რომ რუსი პოლიტიკოსები ამ საქმეში სპეციალისტები არიან. თუმცა პირველი ფოტო, რომელიც ვნახე იყო ფოტო რომელმაც  20 იან წლებში გერმანიაში დიდი ხმაური გამოიწვია. ფოტოზე გამოსახულნი არიან  ყოფილი რეიხსპრეზიდენტი ებერტი და გერმანიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოსკე. გერმანიის კონსერვატიული საზოგადოება მაშინ ამ ფოტოზე ბევრს დაობდა.

1993 წელს გაშიშვლებული ბილ კლინტონი ამერიკელებს არ მოეწონათ. მე პირადად არაფერი მაქ საწინააღმდეგო. ბილი მაინც ბილია და თან მაინც ჰილარის ქმარია და ჰილარიმ ხომ პირველმა თქვა საქართველო ოკუპირებულიაო. ჰოდა, ბილ, ესე გააგრძელე, პლავკებით თუ უპლავკებოდ ცოლს ხშრად შეახსენე ქვეყნა, რომელიც ბიზნესის დაწყების სიმარტივით პირველ ადგილზეა და სალობიე აქ ისეთი, რომ ყველაზე სახალხო რესტორნადაა აღაიარებული.

ახლა გადავიდეთ 6 პუნქტიანი ხელშეკრულების ავტორზე, რომლის შიშველმა ფოტოებმა ფრანგულ გამოცემებში სკანდალი გამოიწვია. ფრანგ ნიკოლიას ფოტოები ნავით სეირნობისას გადაუღეს. პრესაში ატეხილი სკანდალი კი იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთმა გამოცემამ  ზედმეტი სიყვარულით,  ფოტოშოფით ზედმეტი ცხიმგროვები მოაცილა ელისეის სასახლის მკვიდრს. ამ საქმეში ეტყობა კარლა ბრუნის ხელიც ერია. ასეა, მარტო ნიჩბის ქნევამ ვერ უშევლა სარკოზის და ახალ უკვე ლამანშის სანაპიროზე სეირნობს ნავით, თავისი ორ კოლეგასთან ერთად. მოკლედ ერთი ძაღლი აკლიათ ამათ..

რუსი პოლიტიკოსები შიშვლად პოზირებას ნამდვილად არ ერიდებიან. ვლადიმერ ვოლფოვიჩი საკმაოდ პიკანტურად გამოიყურება. ჟირინოვსკის ამ ფრომაში რომ ვნახავდი არ მეგონა. ფაქტიურად მოსკოვის მერია, წარმოიდგინეთ ესეთ ფორმაში მედვედევთან ერათდ სადმე სემინარზე სოჭში. აბა რავიცი, მოკლედ სადაც გინდათ იქ წარმოიდგინეთ…

მოსკოვის ყოფილი და ახალი  მერის სურათს რომ ვუყურებ ვხვდები რომ მოკოვის მმართველობაში არაფერი შეცვლილა.

ჰავაის კუნძულებზე გადაღებული ეს ფოტოები ბარაკ ობამამ პრეზიდენტის სავარძლის მორგებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიღო. ამერიკის პრეზიდენტი ახლაც აქტიურად ვარჯოშობსო ამბობენ, ბოლოს  ბარაკი მექსიკის ყურის ნავთობისაგან გათავისუფლების ნიშნად გაშიშვლდა და ყურეში საცდელი გაცურვა განახორციელა. ბარაკი ცდილობდა ეთქვა რომ ყურე შავი ოქროსაგან საბოლოოდ გავათავისუფალეო..ბიპის შეფი გაიქცა ყურე თავისუფალია!

აი პუტინის ტორსმა კი ნამდვილად ააფორიაქა რუსი პენსიონერების გულები.. ვლადიმერ ვლადიმერის ძის სესია თევზაობისას შედგა… მისი ფროტოგრაფი ეფ-ეს-ბეს აგენტებმა გადაღების შემდეგ ყოველი შემთხვევისათვის იმავე მდინარეში დაახრჩვეს…არც ისაა ცნობილი დაჭირა თუ არა იმ დღეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა კამბალა. მახსოვს ამ ფოტოებოს შემდეგ ზოგი ამბობდა პუტინი გეიაო, ზოგი მის ფსიქოლოგიურ კომპლექსებზე წერდა, იმასაც ამბობდნენ სიმაღლის კომპლექი აქვს და ამიტომ იხდისო. ამ ლოგიკით მედვედვი სულ შიშველი უნდა დადიოდეს…

დანარჩენ ფოტოებს უკომენტაროდ გთავზობთ

იუშენკო

ლეხ ვალენსა

ტერმინატორი პლიაჟზე

პ.ს. ტკბილ ლუკმად კი შეოვინახე რუსი ჯაშუში ანა ჩაპმანი, რომელმაც სააკაშვილამდე ერთი დღით ადრე გაიხადა. არა მე ამით არაფრის ცუდის თქმა არ მინდა..:) და ბოლოს ბატონო პრეზიდენტო, გაიხადეთ, გაიხადეთ! თქვენ ამ საქციელით ერის სექსუალურობის კოეფიციენტს მასშტაბურად ზრდით.. გაიხადეთ ბატონო პრეზიდენტო, ოღონდ მერე თბილად ჩაიცვით მიანც შემოდგომაა და ვირუსები დადის.

არა არ ვარ ლიბერალი (სად მივდიოდი რომ მივდიოდი)

დღეს დავრწმუნდი რომ ლიბერული განწყობების ბოლო ნაპერწკალიც ჩაკვდა ჩემში. აი ასე, აიღეს და ტყეში. სრულიად არალიბერალური განყობებით. დანთებულ კოცონს რომ დაასხამენ მარილიან წყალს, რომელიც სრულიად დემოკრატიული მოთხოვნებით შემწვარი მწვადის დანამვის სასიამოვნო პროცედურიდან მოგრჩა. ზუსტად ასე მოკვდა ჩემში ეს გრძნობა. ალბათ ბევრს ერთად რომ შეხვდები, ლიბერალებს ვგულისხმობ, შემდეგ უფრო მეტად გიჩნდება არატოლერანტული განწყობები. ხოდა მეც ასე მომოვიდა, აი ბევრ სოკოს რომ შეჭამ და მერე უკევ სოკოს დანახვაზე ცუდად ხდები. ვაღიარებ, არც მანამდე მომწონდა ეს, მაგრამ ახლა საბოლოოდ შევეშვები. არ მომწონდა ობამას იდეა, რომლიც რელიგიური ტოლერანტობის ნიშნად გრაუნდ ზეროსთან ახლოს მეჩეთის მშენებლობას მიესალმა, არც სხვა მსგავსი პრეცენდენტები.. თუმცა ობამა შორსაა და რაღა შორს ვიარო, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ლიბერალიზმის ასეთი ტოტალური ექსპანსია ნელ-ნელა ემსგავსება იდიოტიზმის ეპიდემიას. იდიოტიზმის, რომელიც ისეთ ქვეყნებში როგორიც ჩვენია ხშირ შემთხვევაში სხვანაირი ხასიათების გაღვივევაბს უწყობს ხელს. და ეს ხასიათები არცთუ შორეული წარსულიდან მოდის. ყველაფერი მაშინაც მშვიდად და ღიმილით სახეზე იწყებოდა. დავუბრუნდეთ ტოტალურ ლიბერალიზმს, რომელიც ეთნიკური, რელიგიური და სხვა კიდევ ათასნაირი უმცირესობების პატივისცემას და ტოლერანტობას გვკარნახობს.

ეს ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ მე თუ შემაგინებს ფერადკანიანი (უფრო მწარედაც შემძლო მეხსენებენა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი) მე მას უნდა მოვითმინო იმიტომ რომ მერე ის სასამართლოში მიჩივლებს და  თავის ფერადი სახის ნაკვთების დემონსტრირებისა და ბიძია თომას ხათრით სასამართლოს მოიგებს. ასეთი აზროვნება ჩევენთანაც მკვიდრდება და ნელ -ნელა ჩვენი მოძმე ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობდენენ აცხადებენ რომ პრობლემები აქვთ, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ ახერხებენ. ამას მოჰყვება გაურკვეველი წარმომავლობის არასამთავრობო სექტორის გააქტიურება და  ფინანსები, შემდეგ ეს ყველაფერი საზოგადოების ერთ ნაწილში გაურკვეველ გრძნობებს და ხშირად გაბრაზებასაც გამოიწვევს. იმიტომ, რომ მას ისეთი ტერმინებით დაუწყებენ საუბარს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მეზობლები, რომ როგორ არ გინდა გაბრაზდე. ხოდა ასე იწყება, გენაცვალე.  პრობლემები  მართლაც არის მაგრამ, მთავარია  ამ პრობლემებს შენ თვითონ გადაჭრი, თუ რომელიმე NGO გჭირდება მინცდამაინც შენს მეზობელთან ლაპარაკი რომ გასწავლოს. ტრეინინგი ჩაგიტაროს და შეგახსნეოს რომ ევროსაბჭოს რომელიღაც დეკლარაციაში შენი უმსგავსო და უსინდისო საქციელი მკაცრად არის გაკრიტიკებული, თან ამას რომ იტყვის მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გადმოგხედავს და დაამატებს – შენ ხომ ევროსტურქტურებში ინტეგრაციას ცდილობო. სად იყო მაშინ შენი ევროსაბჭო და ევროკავშირი, როდესაც მართაც რომ გვჭირდებოდა დახმარება? ააა ალაბათ ტრიერინიგს ვერ გააცდენდნენ რიგი მაღალჩინოსნები. რომ გაეცდინათ ხომ შეიძლება ყველაფერი სიცივით და სიბნელით დასრულებულიყო მათთვის. მეორე საკითხია, საქართველოში იმდენი ეთნიკური უმცირესობაა,  იმის შიშით რომელიმეს უფელება არ შემოგელახოს გარეთ არ უნდა გადიოდე. მე ამით ნადვილად არ ვაყენებ არც ერთ მათგანს შეურაცხყოფას და ვიცი რომ მართლაც არის პორბლემები, განსხვავებები. თუმცა ეს პრობლემები საკუთარ თავში რომ ვეძებეთ და ერთმანეთს შუამავლების გარეშე დაველაპრაკოთ ხოლმე, ზედმეტი ლიბერალური პოლიტკორექტულობის გარეშე უკეთესია. არა რა აღარ ვარ ლიბერალი.

პ.ს.

TAUNTON, Mass. — An 8-year-old boy was sent home from school and ordered to undergo a psychological evaluation after he did a Christmas drawing of what appeared to be a stick figure of Jesus on a cross, the child’s father said yesterday. Chester Johnson said his son made the drawing after the teacher asked children to sketch something that reminded them of the holiday. Johnson said the teacher became upset when his son said he drew himself on the cross. Johnson, who is black, suspects racism is involved. He thinks the school overreacted and wants an apology. The father said that shortly before the incident his son visited a shrine where there are crucifixion statues.School superintendent Julie Hackett did not return calls yesterday.

აი ასეთები ჯობს კუნძულზე დატოვო აი მეკობრეები რომ ტოვებდნენ ხოლმე მარტოს და ეძებოს იქ ის, ვისაც დაადანაშაულებს საკუთარი უფლებების შელახვაში.

 

მე არ მიყვარს

ვისოცკის სიმღერაში ჩამოთვლილი სისაძაგლეების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე რომლიც ასევე არ მიყვარს.

1. არ მიყვარს ბავშვებს რომ ძალით გაპრანჭავენ, აი ზედემტად ლამაზად და კოხტად რომ გადაუვარცხიან თმებს და ზედმეტად ლამაზ და ამავე დროს შეუსაბამო ტანსაცმელს აცმევენ და მერე თვითონაც რომ უხარიათ რა კარგად გამოგვივიდაო.

2. არ მიყვარს ზედმეტად ჩუმი ადამიანები, ისინი ყოველთვის რუსულ გამოთქმას მაგონებენ ცნობილს ალბათ ყველამ იცით და ამიტომ არ დავაკონკრეტებ

3.  ფოტოშოპით გაკეთებული სურათები და ძველი ნაცნობები, რომლებიც მეტროში თვალს გარიდებენ

4. რომ შეიცხადებენ ხოლმე, ეს ჩემზე როგორ იფიქრეო. თან ისეთი სახით თვითონაც რომ არ ჯერათ საკუთარი თავის

5.  სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა, თუ ძალიან არ გამიჭირდა და გარემოებებმა არ მოითხოვა. არ მკითხოთ რომელმა გარემოებებმა.

6. თამაში მიყვარს მანამ სანამ ვინმე ჩემზე ძლიერი მოთამაშე არ გამოჩნდება, მერე აღარ ვაგრძელებ ან იმას ვათამაშებ რაშიც მე უფრო ძლიერი ვარ

7. წვიმიან ამინდში მანქანით სერნობა, მზის ჩასვლის ცქერა, ნაყინის სხვისი ხელიდან ჭამა, ცეცხლის გულები, წითელი ვარდები,  და მსგავსი ბანლური რომანტიკა არ მიყვარს

8. ზედმეტად დაბერილი ტუჩები და მკერდი

9. ვარდისფერი არ მომწონს და იისფერი, წითელზეც არ მაბოდებს

10. ზედმეტად ორიგინალური ადამიანების  არ მჯერა, მგონია რომ სულ იგონებენ რაღაცეებს და სინამდვილე და გულწრფელობა ავიწყდებათ და ზედმეტ ყურადღებას ორიგინალური იდეების განხორცილების გზებს აქცევენ.

11.  უსარგებლო და ძველი ნივთების შენახვა არ მიყვარს, სჯობს გადააგდო. ადგილს იკავებს.

12. ტოლსტოის ანა კარენინა (ეწყინოთ და გაუკვირდეთ მავანთ)

13. არ მიყვარს მეგობრები, რომლებსაც შენზე მეტად სხვა რაღაცეები უყვართ შენში

14.  თვალებში რომ მოგაშტერდებიან  და რომ ვერ გიყურებენ ისიც არ მომწონს

15. საკუთარ თავზე შეყვარებულები და ისეთები პასუხისმგებლობას რომ იცილებენ  ყოველთავის

კიდევ ბევრია, ამიტომ გავჩერდები იმიტომ რომ არ მიყვარს რომ აღარ ჩერდებიან. უნდა იცოდე როდის დასვა წერტილი.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.